მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
რონალდო : „მესის ჩემთვის არ მოულოცია“
ლუკა გიუნაშვილი
23 ნახვა · დამატებულია 12 იანვარს, 2017

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ "ბარსელონას" არგენტინელ შემტევზე ლეო მესიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ, მისგან მისალოცი წერილი არ მისვლია. 

"ხუმრობთ? მესის ნომერი საერთოდ არ მიწერია. ყველა იქ მყოფი ფეხბურთელისგან მივიღე მილოცვა, მაგრამ მესი დაჯილდოებაზე არ იყო.

არადა, როცა ის იგებს ოქროს ბურთს, ყოველთვის ვულოცავ ხოლმე ამ წარმატებას. სამწუხაროა, რომ არც ის და არც ბარსელონას სხვა ფეხბურთელები ცერემონიას არ დაესწრნენ.

მესმის, რომ ოთხშაბათის მატჩისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ მსგავს სიტუაციაში იყო გრიზმანიც, რომელიც მაინც მოვიდა და ვაფასებ მის საქციელს. მეც ყოველ წელს ვესწრები დაჯილდოებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებ თუ არა პრიზს", - აცხადებს რონალდუ.







სოციალური აქტივობები




კომენტარები