მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ოფიციალურად : მარიო და კოსტა „ვილიარეალში“ რჩებიან
ლუკა გიუნაშვილი
17 ნახვა · დამატებულია 11 იანვარს, 2017

"ვილიარეალის" განაპირა მცველებმა, მარიო გასპარმა და ხაუმე კოსტამ, საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს.

"წყალქვეშა ნავის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 26 წლის მარჯვენა მცველმა, მარიომ, ხელშეკრულება სამი წლით გადაავადა და კლუბში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

რაც შეეხება 28 წლის მარცხენა მცველს, მისი წინა კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურებოდა და ხაუმემ ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

გასპარმა და კოსტამ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, შესაბამისად, 17 და 15 მატჩი ჩაატარეს. ესპანელი განაპირა მცველები "ვილიარეალის" წამყვანი მოთამაშეები არიან.







სოციალური აქტივობები




კომენტარები