მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ინიესტამ რეალის ფეხბურთელებს მოუბოდიშა
ლუკა გიუნაშვილი
16 ნახვა · დამატებულია 10 იანვარს, 2017

"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ფიფას ცერემონიაზე არგამოცხადების გამო, მადრიდის "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელს დაურეკა და ბოდიშიც მოუხადა. ამის შესახებ "მარკა" წერს.

აღნიშნულ საკითხს მედია ორი დღეა აქტიურად აშუქებს. საფეხბურთო ოჯახმა კატალონიელების გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა. როგორც იცით, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა.

წყაროს თქმით, ინიესტამ მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა. ესპანელმა ციურიცხში არჩასვლის მიზეზად, მომავალი შეხვედრისთვის დაწყებული სამზადისი დაასახელა.

წყარო: MARCA







სოციალური აქტივობები




კომენტარები