მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
რონალდო - ფიფას „THE BEST-ის“ გამარჯვებულია
ლუკა გიუნაშვილი
55 ნახვა · დამატებულია 09 იანვარს, 2017

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდო, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რამდენიმე წუთის წინ ციურიხში დასრულდა დაჯილდოვება, სადაც გამოვლინდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი. კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად სამეულში იყვნენ ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი. დაჯილდოვებას მხოლოდ რონალდო და გრიზმანი ესწრებოდნენ.

გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუმ კომენტარი გააკეთა : „ეს იდეალური გრძნობაა, როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე ეს იყო საოცნებო წელი, „მადრიდის რეალთან“ ერთად მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით კი საოცნებო ევროპის ჩემპიონატი. ნამდვილად დაუჯერებელი სეზონი იყო, ძალიან მიხარია და ვამაყობ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, როგორც „რეალში“ ასევე „ნაკრებში“ და ფაქტია, რომ არ შეიძლება არ აღვნიშნო მწვრთნელების იდეალური მუშაობა, ზიზუ - სანტოშ მადლობა თქვენ.“

 

შეგახსენებთ, რომ წინა 12 თვეში კრიშტიანუმ საკლუბო და სანაკრებო მაისურით 59 გოლი გაიტანა. 







სოციალური აქტივობები




კომენტარები