მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ფიფამ წლის სიმბოლური ნაკრები წარადგინა
ლუკა გიუნაშვილი
35 ნახვა · დამატებულია 09 იანვარს, 2017

ფიფამ დღევანდელ დაჯილდოვების ცერემონიალზე 2016 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის რჩეულ თერთმეტეულში მადრიდის "რეალის" მოთამაშეები ჭარბობენ. "სამეფო კლუბს" ხუთი წარმომადგენელი ჰყავს.

კატალონიის "ბარსელონადან" წლის სიმბოლურში ოთხი ფეხბურთელი მოხვდა, მანუელ ნოიერი და დანი ალვეში კი, შესაბამისად, მიუნხენის "ბაიერნისა" და ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავენ.

2016 წლის საუკეთესო გუნდი, ფიფას ვერსიით, ასე გამოიყურება:
მეკარე: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი").
მცველები: დანი ალვეში ("იუვენტუსი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), მარსელო ("რეალი").
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი (ორივე "რეალი"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა").
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), ლუის სუარესი, ლიონელ მესი (ორივე "ბარსელონა").

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ფიფას სიმბოლურში ზედიზედ მეათედ მოხვდნენ.







სოციალური აქტივობები




კომენტარები