მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
სანტუში : „ რონალდუ ფინალში მე-12 მოთამაშე იყო“
ლუკა გიუნაშვილი
25 ნახვა · დამატებულია 09 იანვარს, 2017

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიხსენა და კრიშტიანუ რონალდუს წვლილზე ისაუბრა.

"კრიშტიანუმ ფინალური მატჩის მხოლოდ პატარა ნაწილი ითამაშა. მას შემდეგ, რაც მან მინდორი ტრავმის გამო დატოვა, მისი სათადარიგო სკამზე ყოფნა ძალიან დაგვეხმარა. რონალდუ ჩვენი მე-12 მოთამაშე იყო.

როდესაც მთელი სულითა და გულით საკუთარი გუნდის გამო ღელავ, ეს მხოლოდ პლიუსია. შესაძლოა, ზოგჯერ ემოციები ვერ გააკონტროლო, მაგრამ ამაშე გასაკვირი არაფერია", - აცხადებს სანტუში.

ევრო 2016-ს გადამწყვეტ შეხვედრაში "სელესაომ" მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.

რონალდუმ კი მინდორი მატჩის დასაწყისში დატოვა, მაგრამ მთელი დარჩენილი დრო ფეხზე, სანტუშის გვერდით, იდგა და საკუთარ თანაგუნდელებს მხურვალედ ამხნევებდა.







სოციალური აქტივობები




კომენტარები