მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
მესი დაჯილდოვების ცერემონიას გამოტოვებს
ლუკა გიუნაშვილი
20 ნახვა · დამატებულია 09 იანვარს, 2017

"ბარსელონას" არგენტინელი ათიანი ლიონელ მესი ფიფას მიერ გასამართ დაჯილდოვებას გამოტოვებს. ამის შესახებ GOAL.COM-ი წერს.

როგორც იცით, ლეო ფიფას ვერსიით, 2016 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია. მესისთან ერთად, დაჯილდოვებას ხერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და ლუის სუარესიც გამოტოვებენ. 

ცნობილია კატალონიელების ოფიციალური პოზიციაც: "ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის უკეთესად მოსამზადებლად კლუბმა გადაწყვიტა, რომ მოთამაშეები ციურიხში არ გაუშვას. "ბარსელონა" მადლობას უხდის ჯანი ინფანტინოს თავკაცობით. კლუბი მხარს უჭერს ფიფას "The Best Awards"-ის დაჯილდოებას", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ცნობისათვის, ცერემონია 9 იანვარს, ციურიხში შედგება.







სოციალური აქტივობები




კომენტარები