მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ქართველები NBA-ის გვერდზე - ნომერი დაწერე, ბიჭო
სოფიო რატიშვილი
309 ნახვა · დამატებულია 06 იანვარს, 2017

NBA-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა!

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) 341 ათასი ხმა.

NBA-ს გვერდიდან ფოტოს 10 000-მდე გაზიარება აქვს და მათი უმრავლესობა ქართველები არიან. ისევე როგორც კომენტარების ავტორები - ფოტოს 14 000 კომენტარიდან ნახევარზე მეტი ქართველებს ეკუთვნით. ზაზას ქართველი ფანები აღფრთოვანებას ვერ მალავენ შედეგების გამო და საკუთარი კერპის წარმატებაში არწმუნებენ უცხოელებს. უცხოელი ფანები კი სკეპტიკურად უყურებენ მონაცემებს, რამდენიმე მათგანმა ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს სისულელე უწოდა და NBA-ს მოუწოდა, ეს შედეგები შეცვალოს.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს NBA-ს გვერდიდან, რომელსაც ქართველი ფანები ერთ-ერთი მომხმარებლის ხუან ვალენსუელას მისამართით წერენ:

"do you know where is mtatsminda?" (იცი სად არის მთაწმინდა?)

"აგინეთ... არ დანებდეთ"

"ამოუტრიალეთ, ოღონდ ინგლისურად"

"ნომერი დაწერე, ბიჭო"

"ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"

"ხუან, როუმინგი ჩართე ვერ გიკავშირდებით"

"თქვენი უმადური დედა... რაც ზაზამ გათრიათ წინა წელს, იმდენი ნოვიცკის არ უქნია"

"თარხანთან თუ ვინმეს აქ სვიაზი, გადასცეს, შეაწუხოს დედის ხაზით ნათესაობა და პირველზეც გავალთ"

"ხუან, შენი პრისიონერა დედა ვატირე მე"

"ამის პროფილს შევესიოთ; აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოაა"

"ხუან, მე მამაშენი ვარ"

"ჩემი ძმა რო დაგარტყამს გადაგაფრენს ამერიკაში. დამიხედე ამ უმადურ ამერიკელს"

"უფრო მეტი სტიმული მოგვეცა ქართველებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, მადლობა ხუან!"

"აუ იმდენი ხნის უნახავ ნაცნობს წავაწყდი კომენტარებში რო რავი, მთელი ერი აქ არის"

"ისე მოვიხოდეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ ბარემ"

"კაი გვეყო, თორე ნატოში აღარ მიგვიღებენ"

"ამის დედაც, მესწავლა ინგლისური, რამეს ხო დავწერდი მეც, არა?"







სოციალური აქტივობები




კომენტარები