მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
სანამ ბოდიშს მოიხდიდეთ!
dato barbaqadze
2400 ნახვა · დამატებულია 03 ივლისს, 2015

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელებში მრავლად ნახავდით აზერბაიჯანული გაბალას ფანების მიერ დაწერილ უცენზურო სიტყვებს ქართვლების და არამარტო ქართველების მათ შორის დინამოს და დინამოს ფანების მიმართაც. ქართველმა მაყურებელმა მხოლოდ ის შეამჩნია რომ დინამო თბილისის ფანებს "დინამიტებს" შემდეგნაირი ბანერი ჰქონდათ გამოკიდული 

ჩვენ გვახსოვს ზაქათალა & კახი

1921
 


კიდევ ვიმეორებ ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი!

შემდეგ გავრცელდა ფოტოები სადაც დინამო თბილისის ფანები გაბალას და აზერბაიჯანულ დროშებს ფეხით თელავენ
 



ბევრმა თქვენთაგანმა გააკრიტიკა ეს ფაქტი, მაგრამ ცოტამ თუ იცის რატომ მოხდა აზერბაიჯანის დროშის წართმევა. ხშირად ვხვდებით ფაქტებს როდესაც ერთი კლუბის ფანები მეტოქე გუნდის ფანებს ართმევენ დროშებს,ბანერებს,შარფებს მაგრამ საქართველოში ეს ყოველთვის განსჯის საგანი ხდება. 

სანამ ბოდიშს მოიხდიდეთ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ დროშას რის გამოც მოხდა აზერბაიჯანული დროშების წართმევა :
 


ეს არის თურქული ტერორისტული ორგანიზაციის გერბი " რუხი მგლები " შეყვანილია მსოფლიო ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა "რუხი მგლების" ქართველებთან კავშირი რა შუაშიაო, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ მათ მოკლეს თურქეთის ქართველობის თვალსაჩინო შვილი და ქართველი პატრიოტი აჰმედ მელაშვილი 1980-იან წლებში! 

გგონიათ ამას მათ ვინმე აპატიებდა? რატომ უყურებთ ყოველთვის ყველაფერს შუშის თვალებით?! რატომ აქვს თქვენთვის მოვლენას მხოლოდ ერთი მხარე?! პოლიტიკური სკანდალია თანაც ქართველების მხრიდან?! კარგად დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ და პირდაპირ ბოდიშების მოხდაზე ნუ გადადიხართ! 

საქართველოში გამოჩნდნენ ახალგაზრდების გარკვეული მასები რომლებიც ეწინააღმდეგებიან ყველაფერს რაც არაქართულია!

რატომ დაივიწყეთ ის ტაძარი რომლის კარიც აჭედეს?
რატომ დაივიწყეთ ქართული ტერიტორიები რომლებიც ახლა მათ შემადგენლობაში შედის?
რატომ დაივიწყეთ ის ქართველები რომლებიც მათ ტერიტორიაზე ქართველობას იცავენ?
რატომ დაივიწყეთ ჩიხურა - ნეფთჩის მატჩი ? სადაც ჩვენს პატრიარქს აყენებდნენ შეურაცხყოფას ასევე  ქართულ დროშას?
რატომ დავიწყეთ რა მოხდა ჩიხურას თამაშზე ბაქოში?
რატომ დაივიწყეთ ის რომ ქართველი მღვდელთმსახურს შეუქმნეს პრობლემა და ახლა ის საქართველოშია?
რატომ არ სხთოვთ აზერბაიჯანს ამ ყველაფერზე პასუხებს?
ყოველთვის ერთ მხარეს იყურებით!
სანამ რამეს იტყოდეთ გაეცანით მომხდარ სიტუაციას 
სანამ ბოდიშს მოიხდიდეთ დაფიქრდით იქნებ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი

სანამ ახალგაზრდობას გააკრიტიკებდეთ იქნებ გაიგოთ რისთვის აკეთებენ ამას.

იხადეთ ბოდიშები, მაგრამ ქართველელების მკვლელების დროშებს არავინ შეარჩენთ მათ ესეც იცოდეთ ასეთი მომენტებისათვის უფრო მეტი ბოდიში მოიხადეთ რადგან საქართველოში ქართული საზოგადოება იზრდება!







სოციალური აქტივობები




კომენტარები